ბეტონის თბოგამტარობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის თბოგამტარობა – ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს ბეტონში ტემპერატურის ცვლილების (გათანასწორების) სიჩქარეს არათანაბარ სითბურ მოვლენებში. მისი სიდიდე მერყეობს დიდ ფარგლებში 0,08-1,74 ვტ/(მ.კ.). ბეტონის თბოგამტარობის კოეფიციენტი იზრდება სიმკვრივის ზრდისას და მცირდება ფორიანობის გაზრდით. ბეტონის სტრუქტურა შეიცავს მყარ ფაზას და ჰაერულ ან წყლის ფორებს. ჰაერის თბოგამტარობა გაცილებით ნაკლებია მყარი ფაზის თბოგამტარობაზე, ამიტომ, რაც მეტია ბეტონის ფორიანობა ან ნაკლებია სიმკვრივე, მით ნაკლებია მისი თბოგამტარობა. ფორების წყლით შევსების შედეგად ბეტონის თბოგამტარობა იზრდება, რადგან წყლის თბოგამტარობა 25-ჯერ მეტია ჰაერის თბოგამტარობაზე. ბეტონის გაყინვისას თბოგამტარობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ყინულის თბოგამტარობა ოთხჯერ მეტია წყლის თბოგამტარობაზე. ბეტონის ტემპერატურის გაზრდით ბეტონის თბოგამტარობა რამდენადმე იზრდება. ძალიან წვრილი დახურული ფორიანობის ბეტონს აქვს ნაკლები თბოგამტარობა, რადგან მასში სითბოგადაცემა მცირდება. ბეტონის წყლით გაჟღენთის და გაყინვის შედეგად ბეტონის თბოგამტარობის ხარისხი იცვლება სიმკვრივეზე დამოკიდებულებით. სიმკვრივის შემცირებით ამ ფაქტორების გავლენა იზრდება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები