ბეღელ-ოთახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეღელ–ოთახი

ბეღელ-ოთახიბეღლის ოთახი, ხულა - სამეურნეო პროდუქტების შესანახი სამეურნეო ნაგებობა - სათავსი.

დიდი ბეღელი ახალდაქორწინებულთა საცხოვრებლის დანიშნულებითაც გამოიყენებოდა. ბეღლის, როგორც მარცვლეულისა და ფქვილის სათავსის გამოყენების ფაქტი დამოწმებულია ქართველი ხალხის ყოფაში.

გენეტურად ბეღელი უკავშირდება იმ რიგის ნაგებობებს, როგორიცაა: დიდი კიდობანი, ამბარი, ხარო და სხვა. მსგავსი სათავსები გვხვდება საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მასალის დამუშავების მიხედვით, ბეღელი გვხვდება: ძელური, ფიცრული და სიპისაგან აგებული (აღმ. საქ. მთა). ბეღელი არის დაუყოფელი და დაყოფილი. დანაყოფებია: თვალი, ხარო, ხვიმრა, საგვერდული, აკო, ორმო.

დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქვემო იმერეთის ზეგანზე ოდითგანვე ყოფილა ოროთახიანი ბეღელი, რომლის ოთახებს შორის მკვეთრი ფუნქციური დიფერენციაცია არსებობს. ერთი ოთახი კვადრატულია. ტიხრით თვლებადაა დაყოფილი, რომელშიც მარცვლეულს ინახავენ, ხოლო მეორე სასტუმრო ოთახს წარმოადგენს. მას ბეღელ-ოთახი, ბეღლის ოთახი ან ხულა ჰქვია. ბეღელ-ოთახი მოგრძო სწროკუთხა ფორმისაა. ფასადის მხარეს გაჭრილი კარით. აქ დგას პატარა სუფრა, სკამები. კედლის გასწვრივ გაკეთებულია გრძელი ტახტი.

ტერმინი „ბეღელი“ ქართულ ენაში მეტად ძველია. ლინგვისტური მონაცემებით იგი ქართულ-ზანური ენობრივი ერთიანობის ხანას მიეკუთვნება.

ლიტერატურა

ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, I, 1964.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები