ბეღერეფსთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეღერეფსთა (აფხ. Беҕьериҧсҭа) — აფხაზური ფოლკლორის პერსონაჟი, მიწისქვეშეთის სულის ქალიშვილი, რეფრუასა და ანიჰამცას და.

ლეგენდის მიხედვით, მიწისქვეშეთის სული მჭედლობის დიდოსტატია და რკინის იარაღებს ჭედავს. ბეღერეფსთა და მისი დები საჭმელსა და სამოსს უმზადებენ ერთადერთ ძმასა და იმ მეომრებს, რომლებიც აფხაზეთში შემოსასვლელ გზას იცავენ. მიწისქვეშეთის სულის უეცარი სიკვდილის გამო უიარაღოდ დარჩენილი მეომრები მოძალადეებთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან. ძმის სიკვდილით დამწუხრებულმა ბეღერეფსთამ იმდენი იტირა, რომ მისი ცრემლები მდინარედ იქცა. მადლიერმა ხალხმა მდინარეს ბეღერეფსთა უწოდა.

ეს მდინარე გაგრასთან ახლოს დღესაც მიედინება.



ლიტერატურა

В.П. Пачулия. Легенды лазурного берега. М., 1973.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები