ბეშთაშენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეშთაშენი. წმ. გიორგის ეკლესია. საამშენებლო წარწერა

ბეშთაშენი — (ისტორიული ბეშქენაშენი), სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, მდ. აგრისწყლის (აგრი-ჩაი) ნაპირას. ბეშთაშენში ორი ტაძარია: წმ. გიორგის ეკლესია (დაახლ. X-XIII სს.) და წმ. ნიკოლოზის ეკლესია (VII ს.).

წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილია 8—სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისაჲთა ეს ეკლესია ჩუენ გურგენისძე ავაგეთ ერისთავისა ვახტანგის ბრძანებით, თანდგომით, სალოცველად მათთჳს ქუაბს შემოიწირა დ(4) დღის ყანაჲ, ჩაეწერა ჟამის წირვაჲ, დაიდვა ყოველთ წელიწადთ დღე აღუსების ხუთშაბათს, არა შეუცვალოს ეს ლოცვაჲ და ჟამის წირვაჲ ვიდრე ეკლესიაა ესე დგეს; მღვდელი ვინცა შიგან ჟამს წირვიდეს, ვინ შეცვალოს ღმერთმან მიაგოს, გურგენ მღვდელმან დავწერე ცოდვილმან, უცებად ვჩხრიკე, ლოცვა ყოთ ვინ, ღმერთმან გაკურთხოს, ამინ, იყავნ.“ წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აუშენებიათ გურგენიძეებს ამ მხარის (თრიალეთის) გამგებელი ერისთავის, ვახტანგის ბრძანებითა და დაფინანსებით, რისთვისაც დაუწესებიათ მისი ლოცვაში მოხსენიება დიდ ხუთშაბათს ჟამისწირვისას. წარწერა ამოკვეთა გურგენ მღვდელმა (XII), შესრულებული უნდა იყოს დავით IV აღმაშენებლის მიერ კლდეკარის საერისთავოს გაუქმების (1103) შემდეგ თამარის გამეფებამდე.

გ. ოთხმეზური

ლიტერატურა

  • ბაქრაძე ა., თრიალეთის და ატენის ეპიგრაფიკული ძეგლები როგორც ისტორიული წყარო, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1959, ტ .20 B;
  • ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969;
  • Такаишвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып., 4б Тфл., 1913.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები