ბიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიზი

ბიზისადგისი, სარაჯის იარაღი, ხარაზების ხელსაწყო, წვერწამახვილებული ჩხირი გასახვრეტად. აჭარის გარდა ამ ტერმინს ქიზიყშიც იცნობდნენ. სიტყვა biz ქართულში თურქულიდან გავრცელდა, თუმცა ერთი ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ასეთი ბიზით, ერთხელ ელია წინასწარმეტყველმა თვალები დაითხარა. აი, ეს ლეგენდაც: ელია ხარაზი იყო და დედათა სქესს არა სწყალობდა. როცა ქალის ფეხის ზომას იღებდა, ქალს თვითონ არ უყურებდა. მუშტარს ნაცარში ფეხის ტერფს ჩაადგმევინებდა და ფეხსამოსს ისე ჰკერავდა. ერთხელ ელია ერთმა ქალმა შეაცდინა. ელიამ ეს ვერ აიტანა, ცოდვას ვერ გაუძლო და ორივე თვალში ბიზი იჩხვლიტა. მას შემდეგ დაბღებს ხარაზი ელია თავის ფირადა ჰყავდათ. ეს ფირი ერთ პატარა ნიშში – დაბახანაში იყო დასვენებული. ამბობდნენ: ეს ფირი რამდენჯერმე მოუპარავთ და ისევ თავის ადგილას მობრძანდებოდაო. ამჟამად გაუქმებულია.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები