ბიისის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიისის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიისში, სოფლის სამხრეთით, ამაღლებულ ბორცვზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,1 X5,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და დასავლე კედელი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ზედა ნაწილი; დაზიანებულია აღმოსავლეთ კედელიც შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი), ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. აფსიდის ცენტრში დგას სატრაპეზო ქვა.

ბიბლიოგრაფია

2.ბობნევი //ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.49-51. სოფ. ბობნევში შემორჩენილი სხვადასხვა ეპოქის ეკლესიების: ბიისის ეკლესიის, იოანე ნათლისმცემლის, კვირაცხოვლისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება; იოანე ნათლისმცელის ეკლესიის ფრესკული მხატვრობის აღწერილობა. მოცემულია ეკლესიათა გეგმები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები