ბიოლოგიური მარკერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიოლოგიური მარკერი - (biological marker), ბიოლოგიური ნაერთი ან რაიმე თვისება, რომლის არსებობაც მოწმობს რაიმე სპეციფიკურ მოშლილობას, ან მისდამი განწყობას.

განასხვავებენ მარკერის ორ ტიპს:

  • მდგომარეობის მარკერი – მიმდინარე ანომალიის მაიდენტიფიცირებელი მარკერი, რომელიც ტიპურად ასახავს სუბიექტის ტრანზიტულ ან რეაქტიულ მდგომარეობას, ისეთს, როგორიცაა პათოლოგიის გამომწვევის აქტიურობის ხარისხი ან ნარკოტიკული საშუალების მოკლე პერიოდში მიღება;
  • სტრუქტურული მარკერი – მაიდენტიფიცირებელი ხანგრძლივი მდგომარეობის ან (განსაკუთრებით, გენეტიკური მარკერის შემთხვევაში) სპეციფიკური მოშლილობის მიმართ განწყობას.

ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბიოლოგიური მარკერების უმეტესობა მიეკუთვნება მდგომარეობის მარკერების ტიპს. ზოგი ასახავს ამ ნივთიერებათა მოხმარების მოკლე პერიოდის ისტორიას. მაგალითად, სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობა შეიძლება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მაინდეტიფიცირებელი იყოს, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ალკოჰოლური დამოკიდებულების მტკიცებულებას. მდგომარეობის ტიპის მრავალი (ყველა არა) მარკერი წარმოადგენს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ ღვიძლის დაზიანების ტესტსაც (მაგალითად, გამა-გლუტამინტრანსფერაზას მომატება პლაზმაში), ისინი ღვიძლის მეორადი დაზიანების დიაგნოსტიკური ტესტებია და არა ალკოჰოლური დამოკიდებულების სანდო იდენტიფიკატორები. ალკოჰოლის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოხმარების დროს გამოიყენება მდგომარეობის ტიპის სხვა ბიოლოგიური მარკერები, როგორიცაა: დესილოტრანსფვრინი და აცეტალდეჰიდპროტეინული წარმოებულები, ან მათი ანტისხეულები.


იხილე აგრეთვე

სკრინინგ ტესტი

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები