ბიორიუ აუუზ ბაილაღანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბჲორჲუ აუუზ ბაჲლაღან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бёрю аууз байлагъан – „მგლის პირის შეკვრა“) – ბალყარულ-ყარაჩული მაგიური ქმედება, რომლის მიზანს მგლისგან საქონლის დაცვა წარმოადგენდა. დაღამებულზე წვრილფეხა საქონლის სადგომის მთელ პერიმეტრზე თოკით წრეს შეკრავდნენ და კუნძში ცულს გაარჭობდნენ. თუ საქონელი შინ უვნებელი დაბრუნდებოდა, თოკის კვანძებს გახსნიდნენ. სხვა ვარიანტით, ღვედზე შეკრავდნენ რა შვიდ კვანძს (ან „შებორკავდნენ“ რა მაკრატელს, ან კიდევ ხანჯალს ქარქაშში), შემდეგი ტექსტით შეულოცავდნენ:

დე, მგელი არ ეცეს ცხვარს,
დე, მგელმა ვერ ნახოს იგი,
დე, ღმერთმა ხახა არ გაუხსნას,
დე, ძაღლებმა გარეკონ მგლები.
ქეჩის მათრახი მომეცით,
გარეშემოს დავივლი,
მობრუნებული მათრახს დავარტყამ მიწას და ისე ვიზამ,
„უხსენებელი“ (მგელი – ნ.ა.) აქ ვერ მოვიდეს.

ამ სიტყვებით მიწაში რკინის ლურსმანს ჩაარჭობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ აუცილებელი იყო მგლის „განჯადოება“, რადგან იგი შეიძლებოდა, შიმშილისგან მომკვდარიყო; ეს კი დიდ ცოდვად მიიჩნეოდა.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები