ბიხქინ უსთაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიხქინ უსთაღ-ი (ვაინ. Бихкин устагI) – სამსხვერპლო ცხვარი, რომლის ასაკსა და ფერს ვაინახებში, როგორც წესი, კულტმსახური ან მკითხავი ადგენდა. მსხვერპლშეწირვამდე ცხოველს კარგად კვებავდნენ და განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ (ზოგჯერ ბანდნენ და რძეს ასხურებდნენ). სალოცავში მიყვანილ ზვარაკს, რომელსაც კისერზე თეთრი ფერის ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული, წაინ საგი ჯერ დაამწყალობნებდა, შუბლს სანთლით შეუტრუსავდა და შემდეგ დაკლავდა.



ლიტერატურა

  • Ахриев Ч. Избранное. Сост. А. Мальсагов. Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები