ბლაგიძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ბლაგიძემ (მარცხნივ) უნგრელ ლაიოშ რაცს ოლიმპიადის ფინალი აშკარა უპირატესობით მოუგო. მოსკოვი, 1980 წელი

ვახტანგ ბლაგიძე (დ. 23 ივლისი, 1954, ჩოჩხათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ბერძნულ-რომაული (კლასიკური) სტილის მოჭიდავე (52 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი) მსოფლიოსა (1978, 81) და ევროპის (1978, 80) ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი (გუნდური - 1982), სსრკ-ის (1981) ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის (1980) მფლობელი, მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1977). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

1980 წლის ოლიმპიური თამაშები

52 კგ, 10 მონაწილე
1. ვახტანგ ბლაგიძე (სსრკ)
2. ლაიოშ რაცი (უნგრეთი)
3. მლადენ მლადენოვი (ბულგარეთი)
I წრე ­ წმინდად (5,21) მოუგო ტაისტო ჰალონენს (ფინეთი); II წრე ­ წმინდად (2,43) დაამარცხა ჰარალამბოს სოლიდისი (საბერძნეთი); III წრე ­ ქულებით (7:2) სძლია მლადენ მლადენოვს (ბულგარეთი); IV წრე ­ სუფთად (3,57) მოუგო ანტონინ ელინეკს (ჩეხოსლოვაკია); ფინალში აშკარა უპირატესობით (19:1) დაამარცხა ლაიოშ რაცი (უნგრეთი).

იშვიათია მოჭიდავე, რომელსაც უმთავრეს შეჯიბრებებზე, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე, ისეთი აშკარა უპირატესობით დაემარცხებინოს მეტოქეები, როგორც ამას ვახტანგ ბლაგიძე ახერეხებდა. ის ყველგან უპირობო ფავორიტი იყო და, როგორც წესი, ყველაზე ტიტულიან მეტოქეებსაც იოლად უმკლავდებოდა. ასე იყო, მაგალითად, 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვახტანგმა ხუთი მეტოქის დამარცხებას, საერთო ჯამში, სულ რაღაც რვა წუთი მოანდომა და ჩემპიონი ისე გახდა, ქულაც არ დაუკარგავს. საერთაშორისო სარბიელზე ბლაგიძის ერთერთ მთავარ კონკურენტად ითვლებოდა უნგრელი ლაიოშ რაცი - უაღრესად ტექნიკური და საზრიანი მოჭიდავე. ბლაგიძე და რაცი არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, ძირითადად - ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში. ასე მოხდა მოსკოვის ოლიმპიადზეც, სადაც ქართველმა მოჭიდავემ შანსი არ დაუტოვა უნგრელს და 19:1 მოუგო.

უცნაურია, მაგრამ ის ერთადერთი ქულა გაფრთხილების გამო დააკარგვინეს, ვითომ პასიურობისთვის, არადა, ქულას ქულაზე იღებდა: „ლაიოშ რაცთან იოლი გამარჯვების მიუხედავად, მასთან ფინალური ბრძოლა ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო. ცოტა დაღლილი მეჩვენა. იქნებ ამიტომაც თანაბარი ბრძოლა არ გამოგვივიდა. თუმცა ოლიმპიადამდე და ოლიმპიური ტურნირის მერეც რაცი არაერთხელ დამიმარცხებია.~ ბრძოლის მერე, როცა ვახტანგ ბლაგიძე საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იდგა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, დოქტორი ფრანტიშეკ კროეტი და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე­პრეზიდენტი ალექსანდრ ნოვიკოვი ოქროს მედალს გადასცემდნენ, დარბაზი ქუხდა: „ვახ­ტანგ!“ „ვახ­ტანგ!“

იხილე აგრეთვე

ვახტანგ ბლაგიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები