ბლეჩეფსინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლეჩეფსინ-ი (ადიღ. Блечепсын – „ნეკერჩხლის ჭა“) – წმინდა წყარო, ადიღთა (ბესლანელთა) სალოცავი ადგილი – თჰაჩეღი (тхьэчIэгъ), მდებარე ყოშეჰაბლის რაიონის სოფ. ბლეჩეფსინის სამხრეთ ნაწილში (ადიღეს რესპუბლიკა). აღნიშნული წყაროს გაღვთაებრივება XIX საუკუნის დასაწყისში ყაბარდოდან ბესლანელთა გადმოსახლებას უკავშირდება. ამ პერიოდში თავადთა დაპირისპირების შედეგად, ბესლანელების რამდენიმე აული ხოძის, დეროვის, ანზაურისა და ულჲაფის წინამძღოლობით ყაბარდოდან ადიღეში გაიქცა.

მათი ნაწილი ღამის სათევად მდინარე შეხურაჯის მარცხენა სანაპიროზე მდგარი ნეკერჩხლის ხის ქვეშ მოეწყო. ღამით ჭექა-ქუხილი ატყდა. როცა დილით მზემ გამოანათა, ხალხმა დაინახა, რომ მეხი ხეს დასცემოდა და მისი ფესვებიდან საუკეთესო თვისების მქონე გამჭვირვალე წყაროს ამოეხეთქა. ბესლანელებს იქაურობა მოსწონებიათ და გადაუწყვეტიათ, რომ შიბლეს დახმარებით ილჲას წინასწარმეტყველის მიერ მოვლენილ წყაროსთან დასახლებულიყვნენ. ხალხს წყარო წეს-რიგში მოუყვანია, ჩაუღრმავებია, ქვებით შემოუკეთებია, სალოცავ ადგილად გამოუცხადებია და პირველი ლოცვაც იმავე დღეს აღუვლენია. იმ დღიდან მოყოლებული ბესლანელთა ნაწილი მსხვერპლშეწირვით თანხლებულ ყველა მნიშვნელოვან თჰელეუს – ლოცვას, წმინდა წყაროსთან აწყობდა.



ლიტერატურა

Азаматова М.-К. З. Этнографические этюды. Майкоп, 1997.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები