ბოდვა დევნის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოდვა დევნის - (delusion of persecution), პათოლოგიური დარწმუნებულობა, რომ არსებობს დევნა ცალკეული პირების ან პირთა ჯგუფის მხრიდან. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

დევნის ბოდვის არსებობისას პიროვნებას სჯერა, რომ ადამიანი, ორგანიზაცია ან რაიმე ძალა ცდილობს, მოკლას იგი, ან რაიმე სხვა სახით ავნოს მას, ან მის რეპუტაციას. სიმპტომმა შეიძლება მრავალგვარი ფორმა მიიღოს: დაწყებული რწმენით, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს მისი ხელში ჩაგდება სურს, დამთავრებული გაურკვეველი, უცნაური ან წარმოუდგენელი შეთქმულებით, რომელსაც მის წინააღმდეგ აწყობენ

ასეთი ტიპის ბოდვა საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ნაკლებ დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გვხვდება როგორც შიზოფრენიის, ასევე ორგანული მდგომარეობებისა და აფექტური პათოლოგიების დროსაც. მიუხედავად ამისა, დიაგნოზის დასმისას ბოდვის მიმართ პაციენტის დამოკიდებულებას შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს. დეპრესიის დროს პაციენტისთვის, რომელსაც დევნის ბოდვა აქვს, დამახასიათებელია ის, რომ მას, მდევარის ქმედებები სამართლიანად მიაჩნია და თვლის, რომ მან ეს საკუთარი ამორალური საქციელით დაიმსახურა, მაშინ, როცა შიზოფრენიის დროს პაციენტი აღშფოთებულია ასეთი ქმედებებით და მათ არ ამართლებს. დევნის ბოდვითი იდეების შეფასებისას, აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ დევნასთან დაკავშირებული არადამაჯერებელი ისტორიები ზოგჯერ სინამდვილეს შეესაბამება. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ კულტურაში დაშვებული და სავსებით ნორმალურია საკუთარი უბედურებისა და მარცხის ახსნა სხვა ადამიანის მიერ განხორციელებული ბოროტი ქმედებებით - მაგ., ჯადოქრობით. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები