ბოდვა ზემოქმედების

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოდვა ზემოქმედების - (delusion of control), პაციენტი, რომელსაც ზემოქმედების ბოდვა აღენიშნება, დარწმუნებულია, რომ მისი ქმედებები, იმპულსები და აზრები გარედან იმართება. ამას, აგრეთვე, პასიურობის ფენომენებს უწოდებენ. რადგან ეს სიმპტომი დიდი ალბათობით მიუთითებს შიზოფრენიის არსებობაზე და მნიშვნელოვანია სასამართლო მედიცინისთვის, იგი წერილობით არ უნდა დაფიქსირდეს მანამ, სანამ ცხადად არ იჩენს თავს.

ამგვარი სიმპტომები შესაძლოა აგვერიოს იმპერატიული ჰალუცინაციებისადმი მორჩილებაში; რელიგიურ მრწამსში, რომ ღმერთი მართავს ადამიანის ქმედებას, ან ნების თავისუფლების მეტაფორულ შეფასებებში. მათგან განსხვავებით, პაციენტს, რომელსაც ზემოქმედების ბოდვა აქვს, მტკიცედ სჯერა, რომ მისი მოძრაობები ან ქმედებები გარეშე (მაგრამ არაღვთაებრივი) ძალით არის მართული და რომ ეს მისი სურვილით არ ხდება. ჩვეულებრივ, შიზოფრენიის დროს სხვა სიმპტომებიც აღინიშნება.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები