ბოდვითი აფეთქება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბოდვითი აფეთქება“ - (bouffèe delirante ფრანგ.), ტერმინი იხმარება მწვავე ფსიქოზური ეპიზოდების აღსანიშნავად, რომლებიც, როგორც თავიდან თვლიდნენ, უვითარდებათ მხოლოდ ფსიქოპათიურ პიროვნებებს (dègènèrès).

თავდაპირველად კლინიკური სურათის აღწერილობაში 5 მახასიათებელი იყო: მთელი რიგი სისტემატიზირებული ბოდვითი აზრები, ხანდახან – ჰალუცინოზი; ემოციურ არასტაბილურობასთან შეუღლებული ცნობიერების ერთგვარი დაბინდვა; სომატური სიმპტომების არარსებობა; სწრაფი და სრული რემისია. მოგვიანებით გამოყვეს სხვა თავისებურებებიც: ეპიზოდის პრეციპიტაციის შესაძლებლობა ფსიქოსოციალური სტრესორებით; უსიმპტომო ინტერვალების შემდეგ ეპიზოდის განმეორების მაღალი რისკი; შიზოფრენიასა და ეპიზოდს შორის ნოზოლოგიური კავშირის არარსებობა, თუმცა, ერთი ან რამდენიმე რეციდივის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ქრონიკული შიზოფრენიული მდგომარეობა.

ტერმინი შემოიტანა Legrain-მა 1886 წელს, შემდეგ გადმოიღო Magnan-მა.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები