ბოდვითი აღქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოდვითი აღქმა - (delusional perception), ყოველმხრივ შენახული აღქმის ფონზე აღმოცენებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ან მაღალი წარმოშობის პათოლოგიური განცდა (ჩვეულებრივ, აქვს მისტიკური ან სახიფათო შეფერილობა, ან ატარებს გასხივოსნების ხასიათს). (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ბოდვითი აღქმა წარმოადგენს ბოდვას, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს აღქმული ობიექტისაგან. ზოგჯერ მას შეცდომით პერცეპტულ დარღვევად მიიჩნევენ, თუმცა რეალურად ის აზროვნების დარღვევას წარმოადგენს.

ზოგჯერ, კარგად ნაცნობი აღქმის ობიექტისთვის ყოველგვარი მიზეზის გარეშე ახალი მნიშვნელობის მინიჭება პირველად ანომალიურ გამოცდილებას წარმოადგენს. მაგ., საწერ მაგიდაზე წერილების განლაგება შეიძლება პაციენტის მიერ ინტერპრეტირებული იქნეს როგორც ნიშანი იმისა, რომ ის მალე მოკვდება. ასეთ გამოცდილებას ბოდვითი აღქმა ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს თავად აღქმა ნორმალურია. ანომალიური მისი ბოდვითი ინტერპრეტაციაა.(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები