ბოდვითი აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოდვითი აშლილობა - (F22.0), (delusional disorder), ერთი ან მთელი რიგი, ურთიერთდაკავშირებული, სხვადასხვა შინაარსის ბოდვითი იდეების განვითარებისა, რომლებიც, ჩვეულებრივ, მყარია და ხანდახან მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება. ამასთან, როგორც წესი, გამოხატული და მყარი სმენითი ჰალუცინაციები, ზემოქმედების ბოდვა, ემოციური (აფექტის) დაჩლუნგება ან თავის ტვინის დაავადების უტყუარი ნიშნები არ აღენიშნება. ამავე დროს, თუ არსებობს პერიოდულად განმეორებადი, ტრანზიტული სმენითი ჰალუცინაციები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, დიაგნოზის გამოყენება დასაშვებია იმ პირობით, თუ ჰალუცინაციები ზოგადი კლინიკური სურათის მხოლოდ უმნიშვნელო, მცირე ნაწილს შეადგენს. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სარჩევი

ბოდვითი აშლილობების კლასიფიკაცია

DSM-IV-ში ტერმინი ბოდვითი აშლილობა გამოყენებულია მყარი, არა უცნაური ბოდვების აღსაწერად, რომლებიც რაიმე სხვა დარღვევით არ არის განპირობებული. „ბოდვითი აშლილობა“ ფართოდ გავრცელებული ტერმინის - პარანოიდული ფსიქოზის, სინონიმია და, ასევე, მოიცავს არასპეციფიკურ ტერმინს - პარანოიდული მდგომარეობები. ICD-10-ში მოცემულია მსგავსი კატეგორია, რომელსაც მყარი ბოდვითი აშლილობა ეწოდება. ბოდვითი აშლილობის თანამედროვე კონცეფციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტაბილური ბოდვითი სისტემა შუახნისა და ხანშიშესულ პირებთან შეუმჩნევლად ყალიბდება, ნათლად გამოხატული სიმპტომების გარეშე. ბოდვითი სისტემა ინკაფსულირებულია და სხვა ფსიქიკური ფუნქციები არ არის დაზიანებული. ხშირ შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია, სამსახურში სიარული და მისი სოციალური ცხოვრება შეიძლება ნორმალურად მიმდინარეობდეს.

DSM-IV-ში მოცემული ბოდვითი აშლილობის კრიტერიუმები შეჯამებულია ცხრილში, რომელშიც აღწერილია ბოდვითი აშლილობის ხუთი კონკრეტული ქვეტიპი და ორი დამატებითი კატეგორია:

  • დევნის
  • ეჭვიანობის
  • ეროტომანიის
  • სომატური
  • განდიდების
  • შერეული
  • დაუზუსტებელი

ICD-10 მყარი ბოდვითი აშლილობების ძირითადი კატეგორიის (F22.0) მსგავს განმარტებას იძლევა. DSM-IV-გან განსხვავებით, ICD-10-ის მიხედვით, სიმპტომები უნდა აღინიშნებოდეს სულ მცირე სამი თვის მანძილზე. ამას გარდა, არ არის სავალდებულო, რომ ბოდვა არ იყოს უცნაური. ICD-10 აგრეთვე შეიცავს ქვეტიპებს (მოდავეობა და დამოკიდებულების ბოდვა) და, ასევე, ცალკე ქვეკატეგორიას (F22.8), რომელსაც “სხვა მყარი ბოდვითი აშლილობები” ეწოდება.

ბოდვითი აშლილობის კრიტერიუმები DSM-IV-ის მიხედვით

A. „არა-უცნაური“ ბოდვა გულისხმობს სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება არსებობდეს რეალურ ცხოვრებაში (მაგ., პიროვნების დევნა, მოწამვლა, ინფიცირება, შორიდან ტრფობა, მეუღლის ან პარტნიორის ღალატი ან ავადმყოფობა), რომლებიც, სულ ცოტა, ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.
B. შიზოფრენიის დროს A კრიტერიუმი არასოდეს გვხვდება. შენიშვნა: ტაქტილურ და ყნოსვით ჰალუცინაციებს შეიძლება შევხვდეთ ბოდვითი აშლილობისას, თუ მათ კავშირი აქვთ ბოდვის შინაარსთან.
C. გარდა იმ ზემოქმედებისა, რომელიც გამოწვეულია ბოდვით ან ბოდვით განპირობებული სიმპტომატიკით, ფუნქციონირება არ არის შესამჩნევად გაუარესებული და ქცევა არ არის ახირებული ან უცნაური.
D. თუ ბოდვის პარალელურად აღინიშნება გუნებ-განწყობის აშლილობის ეპიზოდები, მაშინ მათი საერთო ხანგრძლივობა ხანმოკლეა ბოდვით პერიოდთან შედარებით
E. ასეთი დარღვევა არ არის განპირობებული ნივთიერებების უშუალო ფიზიოლოგიური ზეგავლენით (მაგ., ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, მედიკამენტური მკურნალობა) ან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობით.

ბოდვითი აშლილობის ტიპები

ტიპი სინონიმურია შემდეგ აშლილობებთან/სინდრომებთან ან მოიცავს შემდეგ აშლილობებს/სინდრომებს
ეჭვიანობის ავადმყოფური ეჭვიანობა; პათოლოგიური ეჭვიანობა; ეროტიკული ხასიათის ეჭვიანობა; ეჭვიანობა სექსუალურ

ნიადაგზე; ოტელოს სინდრომი.

ეროტიკული ეროტომანია; დე კლერამბოს სინდრომი
სომატური მონოსიმპტომური იპოქონდრიული ფსიქოზი; სხეულის დისმორფული ბოდვითი აშლილობა
კვერულანტური ინდუცირებული ბოდვითი აშლილობა; fole á deux; თანაზიარი შეშლილობა
დევნის მცდარი იდენტიფიკაციის ბოდვითი სინდრომი; კაპგრას სინდრომი; ფრეგოლის ბოდვა; ინტერმეტამორფოზა;
გაზიარებული სუბიექტური ორეულების სინდრომი
სხვა

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები