ბოზლავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოზლავ-ი (ნოღ. Бозлав) – ნოღაური ხმით ნატირალი. მიცვალებულის სქესითა და ასაკით, საოჯახო თუ სოციალური ნიშნებით განსაზღვრული მისი პოეტური ტექსტი – „კლიშე“, რომელიც მიცვალებულისადმი პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს, კონკრეტულ პიროვნებაზე არ არის გათვლილი, და, ამდენად, მრავალჯერადად გამოიყენება. ბოზლავის სპეციფიკური მუსიკალურ სტილისტიკური ფორმა, მისი ტექსტისთვის დამახასიათებელი შინაარსით, სახეობრივ-ემოციური წყობითა და დეკლამაციურობით, ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ გრძნობებსა და განცდებს გადმოსცემს. ხმით ნატირალს, როგორც წესი, ქალები ასრულებენ, მაგრამ წარსულში მოტირლები მამაკაცებიც (ე. წ. სუექჲირავები) იყვნენ. დღეისათვის მიცვალებულს მხოლოდ ჭირისუფალი ქალები (დედა, ცოლი, და, ქალიშვილი) დასტირიან (არიან პროფესიონალი ბოზლავშებიც), რომელთაც გარდაცვლილის ოთახში მყოფი ქალები ხმამაღალი ტირილით ან სლუკუნით უთანაგრძნობენ.

უნდა ითქვას, რომ ნოღაელთა სამგლოვიარო ციკლის რიტუალებისათვის დამახასიათებელი აუცილებელი პოეტურ-მუსიკალური თანხლება ხალხური შემოქმედების ყველაზე დრამატულ ნაწილს წარმოადგენს. უაღრესად მხატვრული ტექსტისა და მაღალპროფესიული შესრულების წყალობით, ბოზლავი ხშირად ისტორიული სიმღერაც ხდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.


ლიტერატურა

  • Карданова Б. Б. Обрядовые песни ногайцев (к характеристике жанров) // Вопросы искусстиа народов Карачаево-Черкесии. Сборник научных трудов. Черкеск, 1993;
  • Гагуа Л. А. Похоронно-поминальные обряды и их музикальное сопровождение у кубанских ногайцев // Фан-Наука. Вып. № 2, 2011.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები