ბოკუჩავა ზვიად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზვიად ბოკუჩავა

ზვიად ბოკუჩავა – დაიბადა 1959 წლის 28 ნოემბერს თბილისში. — ექიმი, პოლიტიკოსი.

განათლება – ქ. ჩიტას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1983); ასპირანტურა.

სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას (1983-90).

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, თიანეთის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის წევრი;
  • საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1991);
  • საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანი (1991).


ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები