ბოლგარსკის სახლი-აგარაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლგარსკის სახლი-აგარაკი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში. მდებარეობს ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე. აგებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში. ეკუთვნოდათ პოლონური წარმოშობის თავად ბოლგარსკებს.

აღწერილობა

სასახლე ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთსართულიანი სამეურნეო ნაგებობებია. შესასვლელი მთავარ, ჩრდილოეთ ფასადის აივნიდან აქვს. თავდაპირველი ასიმეტრიული ფასადის აღმოსავლეთ კედელში წინ გამოწეულია ფანჩატურით დასრულებული კიბის უჭრედის კოშკური მოცულობა, რომელსაც დასავლეთიდან ორსართულიანი, ღიააივნიანი შენობა ეკვრის. ჰოლი პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით ორ ნაწილად იყოფა, აღმოსავლეთ ნაწილში ზედა სართულზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბეა. გეგმით ორივე სართული ერთნაირია. შენობის წაგრძელებული ორსართულიანი ნაწილი გადახურულია კრამიტით. დასავლეთ მხარეს დიდი დარბაზისა და აივნის ქვემოთ სარდაფია.

შენობის კუთხეები და სარდაფის ფასადი მთლიანად რუსტებითაა გაფორმებული. ფასადებიდან აღსანიშნავია ჩრდილოეთისა, რომელზეც გვხვდება კიბის უჯრედის წინ წამოწეული კოშკური კიბე-აივანი, კარვისებური სახურავით დასრულებული ფანჩატური, აივნების ხის რიკულებიანი მოაჯირი. XX საუკუნეში შენობას აღმოსავლეთიდან გეგმით დაგრძელებული არქიტექტურულად უმნიშვნელო ორსართულიანი სახლი მიაშენეს. სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთსართულიანი სამეურნეო ნაგებობებია.

შენობას, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, კულტურის ძეგლის სტატუსი ჰქონია მინიჭებული, თუმცა, მოუვლელობის გამო სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა. „შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის“ ინიციატივით მოხდა ძეგლის აღდგენა


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები