ბოლივია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ბოლივია - (Bolivia - ბოლივიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.

ფართობი - 1098,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 10,9 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - ესპანური, კეჩუა და აიმარა.

დედაქალაქი - ქ. სუკრე, ფაქტობრივი - ქ. ლა-პასი.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია უნიტარული რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ხელისუფლება - ეროვნულ კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).

სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1825 წელს.

ბოლივია ერთ-ერთი ნაკლებგანვითარებული ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში.

მრეწველობის ყველაზე განვითარებული დარგებია: სამთომოპოვებითი მრეწველობა, რომელშიც ძირითადი ადგილი უკავია თუთიის მოპოვებას.

მსხვილი აეროპორტებია: ლა-პასი, სანტა-კრუსი, ტრინიდადი, კაჩაბამბა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 46,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 34,8 ათ., სამხედრო-საჰაერო 6,5 ათ. და სამხედრო-სამდინარო 4,8 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები