ბოლუშ იუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლუშ ჲუჲ (ბალყ.-ყარაჩ. Болуш юй: болушуу – „დამხმარე“, юй – „სახლი“) – განრიდების ინსტიტუტთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული საქორწინო ჩვეულება: პატარძლის მოსაყვანად მაყრიონის წასვლისთანავე ნეფე დროებით საცხოვრებლად ნათესავთან ან მეზობელთან გადადიოდა და იქ ქორწილის შემდგომაც იმყოფებოდა, ვიდრე მას მშობლიურ სახლში ოფიციალურად არ მიიყვანდნენ (ეს და ახალშეუღლებულთა ოთახიდან ე. წ. „დიდ სახლში“ პატარძლის შეყვანის ცერემონია ერთდროულად იმართებოდა, რითაც უფროსი ნათესავებთან მათი ერთიერთობის აკრძალვა იხსნებოდა). სიძე დედოფალთან ქორწილიდან მეორე ან მესამე ღამით მიდიოდა ისე, რომ მშობლებს არ ეჩვენებოდა, და გამთენიისას კვლავ „სხვა სახლში“ ბრუნდებოდა. „დამხმარე ოჯახი“ გარკვეული ეკონომიკური ვალდებულებით იყო დატვირთული: ქორწილიდან მოსული ნეფის მეგობრებისათვის, ასევე მშობლებთან მისი დაბრუნების დროისთვის აწყობდა სუფრებს, ასაჩუქრებდა სიძე-პატარძალს, რომლებიც საპასუხო საჩუქრებით პასუხობდნენ. ასეთი ურთიერთობა მათ დამოკიდებულებას მყარ საფუძველს უქმნიდა. ახალგაზრდები ამ სახლს უწოდებდნენ „ჩვენი სახლი ბოლუში“ (болуш юйюбюз), მის პატრონს „ბოლუშის მამას“, (болуш ата), ხოლო დიასახლისს „ბოლუშის დედას“ (болуш ана); მასპინძელი ოჯახის წევრებისთვის სტუმარი ნეფე „ბოლუშის ვაჟი“ (болуш джаш) ხდებოდა.


ლიტერატურა

Кучмезова М. Ч., Шаманов И. М. Свадьба и свадебная обрядность // Карачаевцы. Балкарцы, М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები