ბორანქელდი ქიუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორანქელდი ქჲუნ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Боранкелди кюн – „მოვიდა ქარბუქი“) – სოლარულ კულტთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული საწესო თამაში, რომელიც საზამთრო სადგომებში ცხვრების დანერბვის (къочхар къошуу. დაახლოებით 1-15 დეკემბერი) დასრულებისას იმართებოდა. მდინარესთან ან წყაროსთან გადმობრუნებულ ტყაპუჭში გამოწყობილი ჩჲუჲრეთონები (чюйретон – „გადმობრუნებული ქურქი“) ყინვასთან მებრძოლი „მზის მხარდასაჭერად“ კოცონს გააჩაღებდნენ. იკვლებოდა სამსხვერპლო ცხოველები და ცეცხლისა და ქარიშხლის ქალღმერთის – აჯამის (აჟამის) სადიდებლებს მღეროდნენ, რომლებშიც მას ზომიერი სიცივისა და ქარბუქის გამოგზავნას შესთხოვდნენ.


ლიტერატურა

  • Шаманов И. М. Народный календарь карачаевцев // Советская этнография. М., 1971, № 5;
  • Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები