ბორკილ-ბურჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორკილ-ბურჯი — სახლის საყრდენი ხის კონსტრუქცია, ერთმანეთზე გადაჭდობილი ძელების ოთხკუთხა ანდა სამკუთხა ფორმის წყობა. ბორკილები მიწაში მყარად ჩადგმულ ბინაზე – ბრტყელ ქვაზე იყო გამართული. მისი სიმაღლე და ფორმა სასახლე ადგილის რელიეფის შესაბამისად განისაზღვრებოდა. ბურჯი ზოგადი ხასიათის ტერმინი იყო და საყრდენს ნიშნავდა, ხოლო ბორკილი ბურჯის, სახლის საყრდენის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა.

გავრცელებული იყო სხვადასხვა კონსტრუქციის ბორკილები. საშუალო ზომის სახლს თორმეტი ბინა და ბორკილ-ბურჯი უნდოდა. ბორკილი ჯვარედინი, ხოლო ბურჯი — ოთკუთხა ფორმის ხის კონსტრუქცია იყო. იგი სახლის უკანა მხარის ქვეშ ეწყობოდა, სადაც შენობა მიწის ზედაპირს ყველაზე მეტად იყო დაცილებული. სამოსახლო ადგილი შენობის ზურგისაკენ რაც უფრო დამრეცი იყო, ბორკილ-ბურჯები მით უფრო მაღლა კეთდებოდა ბინა უფრო მეტად ქვის საყრდენს გულისხმობდა. ბორკილ-ბურჯი შენობის საძირკველს წარმოადგენდა და იგი ბრტყელ ქვაზე იყო დაყრდნობილი. მას ყოველთვის მუხის ბოლკოებისაგან აკეთებდნენ.




ლიტერატირა

ჩიქოვანი, 1960:97.


Logo1.JPG ბორკილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები