ბოროდინოს ბრძოლა 1812

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოროდინოს ბრძოლა 1812 - უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ნაპოლეონის არმიასა და რუსეთის ჯარებს შორის 1812 წლის 26 აგვისტოს (7 სექტემბერს), ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის დროს, რომელიც გაიმართა მოსკოვის ახლოს, სოფელ ბოროდინოსთან.

რუსეთის არმიას (120 ათ. კაცი, 640 ზარბაზანი) ფელდმარშალ კუტუზოვის სარდლობით კარგად გამაგრებული პოზიციები ეკავა. ნაპოლეონმა 130-ათ-ანი არმიითა და 587 ზარბაზნით ძლიერად შეუტია რუსებს. ფრანგთა მთავარი ძალების (86 ათ. კაცი) დარტყმა მიმართული იყო რუსების მარცხენა ფრთაზე, რომელსაც სარდლობდა გენერალი პეტრე ბაგრატიონი. ბაგრატიონმა გაუძლო მტრის შეტევას, მაგრამ მძიმედ დაიჭრა. ბოროდინოსთან ნაპოლეონმა ვერ შეძლო რუსების განადგურება, მაგრამ ვერც რუსებმა შეაჩერეს ფრანგები. კუტუზოვმა არმიის გადასარჩენად უკან დაიხია და მოწინააღმდეგეს მოსკოვი ჩააბარა.

ბოროდინოს ბრძოლაში მარტო მოკლულთა სახით ფრანგებმა 12 ათ. ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს, რუსებმა – 13 ათ. დანაკლისის საერთო რაოდენობა ორივე მხრიდან 94 ათ-ს აღწევდა. ფრანგების ნახევარზე მეტი დაეცა ბაგრატიონის ჯარებთან ბრძოლაში. ბრძოლის გაურკვეველი შედეგი რუსებსაც და ფრანგებსაც საშუალებას აძლევს თავის თავს მიაწერონ ბოროდინოსთან გამარჯვება. ბოროდინოს ბრძოლა 1812 წლის სამამულო ომის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რომელმაც განაპირობა ნაპოლეონის დამარცხება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები