ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია (1995-2002). წმ. სინოდის, 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით, ბორჯომის ხეობა (ისტ. თორი) და ზემო ჯავახეთის ტერიტორია ცალკე საეპარქიო ერთეულის სახით გამოეყო ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიას. ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიაში შედიოდა ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები. მღვდელმთავრის კათედრა იყო ბორჯომში, რეზიდენციები – ბორჯომსა და ახალქალაქში. ახლად დაარსებული ეპარქიის პირველ მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა). 1999 წ. ამოქმედდა ტიმოთესუბნის (კიმოთესუბანი) ღვთისმშობლის მიძინების მამათა, ხოლო 2001 წ. – ნინოწმინდის ხარების დედათა მონასტრები. 2000 წ. ქ. ბორჯომის ცენტრში, ბორჯომ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აშენდა წმ. ნიკოლოზის ახალი საკათედრო ტაძარი. 2002 წლის 17 ოქტომბერს ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქია გაიყო ბორჯომ-ბაკურიანის და ახალქალაქ-კუმურდოს ეპარქიებად.

დეკანოზი გ. გუგუშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები