ბოსთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოსთანი – სომეხი ნეფის საწესო ვარცხნილობა.

ბოსთან-ი (სომხ. Բոստան) – სომეხი ნეფის საწესო ვარცხნილობა, რომელიც დაკვალული ბოსტნის ფორმას წააგავდა. სომხურ საქორწილო წეს-ჩვეულებათა ციკლში შედიოდა სიძის შეკრეჭვის რიტუალი, რომლის შესასრულებლად დალაქს სპეციალურად იწვევდნენ. ეს უკანასკნელი, სამართებლის უხარისხობის მომიზეზებით, ყოველი კვალის გავლებაზე მუშაობას წყვეტდა და ვარცხნილობის გამოსასყიდს ითხოვდა, რასაც სიძის მეგობრები იხდიდნენ.

სპეციალიტების აზრით, ეს რიტუალი ყმაწვილობის მომდევნო ასაკობრივ ჯგუფში გადასვლას ასახავდა და გენეტიკურად მამაკაცთა ახალგაზრდულ ერთობებში მისაღებთა ინიციაციას უკავშირდებოდა.



ლიტერატურა

Варданян Л. М. Брак и свадьба // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები