ბოქაულთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეჭდის ლეგენდა: ბოქაულთუხუცესი ბაინდერ
ხეც, HD-2149, [XVII] ს. ბაინდურ არაგვის ერისთავისშვილის მიერ გივი ამილახვრისათვის მიცემული კეთილმოყვრობის წიგნი.

ბოქაულთუხუცესი - ცენტრალური მმართველობის საპოლიციო აპარატის მოხელე, ე. წ. „ხელჯოხიანთა“ რიგისა. მას, როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელეს, ევალებოდა სხვადასხვა სახის ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულება, აგრეთვე სასამართლო განაჩენის აღსრულება. როსტომის დროიდან (XVII ს.) საპოლიციო აპარატში ბოქაულთუხუცესს ეშიკაღასბაშის შემდგომ მეორე ადგილი ეკავა და, საფიქრებელია, მასვე ემორჩილებოდა.

ბოქაულთუხუცესი ქართულ წყაროებში პირველად იხსენიება 1565 წ-ით დათარიღებულ საბუთში და, როგორც ჩანს, ამ დროს იგი უკვე იყო „ხელჯოხიანთა“ უფროსი, მაგრამ ეშიკაღასბაშის სახელოს შემოღების შემდეგ ბოქაულთუხუცესები სამოხელეო იერარქიაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითდნენ. სწორედ ამიტომ შუა საუკუნეების საქართველოში მიღებული წესი - ერთი სამსახურის მოხელეთა უფროსის აღნიშვნა იმავე სამოხელეო ტერმინზე „უხუცესის“ დამატებით (როგორიცაა, მაგ., მოლარე - მოლარეთუხუცესი და სხვ.), ამ შემთხვევაში დარღვეულია. ბოქაულების, იმავე იასაულების უშუალო უფროსი ეშიკაღასბაში იყო და არა ბოქაულთუხუცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბოქაულთუხუცესს იგივე ფუნქცია ჰქონდა, რაც ეშიკაღასბაშს. ამ ფუნქციური იდენტობის გამო ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში ქართული ტექსტის „ბოქაულის“ სპარსულ შესატყვისად რეგულარულად გამოიყენება „ეშიკაღასი“. ბოქაულთუხუცესს საპოლიციო ფუნქციები უნდა შეესრულებინა სამეფო მეჯლისის დროსაც. „დასტურლამალის“ მიხედვით, მას ევალებოდა სასახლეში წესრიგზე ზრუნვა, სტუმრების შეგებება, მათთვის შესაფერისი ადგილის მიჩენა და მუდმივად თვალყურის დევნება.

ბოქაულთუხუცესობა საპატიო თანამდებობა იყო, მას მხოლოდ დიდი ფეოდალური საგვარეულოების წამომადგენლები ფლობდნენ - ორბელიშვილები, ციციშვილები, ერისთავისშვილები და სხვ. ამავე დროს ბოქაულთუხუცესებს ერთდროულად რამდენიმე სხვა თანამდებობაც შეიძლებოდა ჰქონოდათ წყალობად მიღებული. ბოქაულთუხუცესს შემოსავალი „საბოქაულთუხუცესო“ თავლიდარისაგან ეძლეოდა.


სარჩევი

ბოქაულთუხუცესები XVII-XVIII სს.

ქართლი
  • დავითიშვილი დავით - ბოქაულთუხუცესი 1608-1637 წწ., ახალდაბის მოურავი 1634 წ.; დირბის მოურავი 1635 წ. (პალ 1993: 26-28; ქსის 1955: 90).
  • ჯაზდან - ბოქაულთუხუცესი 1623-1632 წწ. (პალ 2015: 469).
  • ბარათაშვილი ყაფარბეგ - ბოქაულთუხუცესი 1627 წ. (ქსის 1955: 60, 62).
  • ბარათაშვილი ქაიხოსრო - ბოქაულთუხუცესი 1619-1626 წწ. საბარათაშვილოს სარდალი, მეკობრისმძებნელი 1623 წ. ქალაქის მოურავი 1626 წ., დედოფლის სახლთუხუცესი 1627- 1642 წწ. (პალ 1991: 446).
  • ბარათაშვილი ფალვანხოსრო - ბოქაულთუხუცესი 1628-1646 წწ. (პალ 1991: 444).
  • დავითიშვილი ელიზბარ - ბოქაულთუხუცესი 1634-1666 წწ. (პალ 1993: 28-29).
  • დიასამიძე ლუარსაბ - ბოქაულთუხუცესი 1634 წ. (პალ 1993: 79).
  • ჯავახიშვილი როინ - ბოქაულთუხუცესი 1634-1638 წწ.; მდივანბეგი 1638-1669 წწ. (პალ 2015: 406, 457-459; ქსის 1955: 126).
  • [ბარათაშვილი] ხოხონა - ბოქაულთუხუცესი 1638 წ. (პალ 2015: 406).
  • სოლაღაშვილი ელიზბარ - ოხიაყორჩი 1637-1657 წწ.; ბოქაულთუხუცესი 1639 წ., ყეენის მუსაიბი 1661 წ. (პალ 2007: 183).
  • ენდრონიკეშვილი დემეტრე - ბოქაულთუხუცესი 1640 წ. (პალ 1991: 151).
  • ბარათაშვილი ოთარ - ბოქაულთუხუცესი 1642 წ. ((ქსოის 1984: 20; პალ 1991: 430-431).
  • საგინაშვილი ანდერმან - ბოქაულთუხუცესი 1643-1657 წწ. ეშიკაღასბაში 1651 წ. (პალ 2007: 113).
  • ედიშერ - ბოქაულთუხუცესი [1648]-1659 წწ. (პალ 1993: 110).
  • გურგენ - ბოქაულთუხუცესი 1651 წ. (პალ 1991: 746).
  • ბარათაშვილი ზაალ - ბოქაულთუხუცესი 1656-1676 წწ. (პალ 1991: 415-416).
  • ჯავახიშვილი ქაიხოსრო - ბოქაულთუხუცესი 1656 წ. (პალ 2015: 465).
  • სოლაღაშვილი ზურაბ - ბოქაულთუხუცესი 1657-1658 წწ. სამეფო კარის სახლთუხუცესი 1661-1675 წწ. (პალ 2007: 184; ქსის 1955: 270, 273).
  • იესე მუხრანის ბატონიშვილი - ბოქაულთუხუცესი 1658-1688 წწ. დიღმის მოურავი 1687-1697 წწ.
  • შალიკაშვილი როჭიკა - ბოქაულთუხუცესი 1660 წ. (პალ 2015: 112-113).
  • ამილახორი რევაზ - ბოქაულთუხუცესი 1669 წ. (პალ 1991: 125).
  • ფალავანდიშვილი ზაალ - ბოქაულთუხუცესი 1670 წ. (პალ 2007: 282).
  • ბარათაშვილი საამ - ფარეშთუხუცესი 1671 წ.; - ბოქაულთუხუცესი 1670-1690 წწ. სახლთუხუცესი 1690 წ. (პალ 1991: 441-443).
  • ციციშვილი ვახტანგ - ბოქაულთუხუცესი 1672 წ-ის ახლო; მოლარეთუხუცესი 1684-1695 წწ. (პალ 2015: 255).
  • ბარათაშვილი პაპუა - ბოქაულთუხუცესი 1676 წ. (პალ 1991: 434-435).
  • როჭიკაშვილი პაპუნა - ბოქაულთუხუცესი 1676 წ. (პალ 2007: 82).
  • საგინაშვილი ზაალ - ბოქაულთუხუცესი 1677 წ. (პალ 2007: 116).
  • ბარათაშვილი შიოშ - ბოქაულთუხუცესი 1679-1698 წწ. (პალ 1991: 455; პალ 2015: 171).
  • შალიკაშვილი იბაშერ - ბოქაულთუხუცესი 1682-1699 წწ. (პალ 2012: 111).
  • ციციშვილი ფარსადან - ბოქაულთუხუცესი 1684-1700 წწ. (პალ 2015: 273-75).
  • ამილახორი იოთამ - ბოქაულთუხუცესი 1686-1692 წწ., ზემო ქართლის სარდალი, გორისა და ქრცხილვანის მოურავი 1692-1698 წწ., (პალ 1991: 124-125).
  • მოურავიშვილი ზაალ - ბოქაულთუხუცესი 1688-1692 წწ. (პალ 2007: 97-98).
  • სოლაღაშვილი ბეჟან - ბოქაულთუხუცესი 1689 წ. (პალ 2007: 180).
  • ერისთავი ბაინდურ - ბოქაულთუხუცესი XVII ს-ის მიწურული. (პალ 1993: 139).
  • ერისთვისშვილი ზურაბ - ბოქაულთუხუცესი 1693-1699 წწ. (პალ 1993: 148).
  • ორბელ - ბოქაულთუხუცესი 1695-1697 წწ. (პალ 331: 331).
  • ორბელიშვილი გორჯასპ - ბოქაულთუხუცესი 1696-1699 წწ. (პალ 2007: 332).
  • როჭიკაშვილი ზაალ - ბოქაულთუხუცესი 1699 წ. (პალ 2007: 82).
  • რუსი _ ბ. 1725 წ. (დსსი 1940: 216-217).
  • საგინაშვილი ზურაბ - ბოქაულთუხუცესი 1759 წ. (გიდ 2008: 400).
კახეთი
  • ჯორჯაძე პაპუა - ბოქაულთუხუცესი [ენისელთ] მოურავი 1630-1636 წწ. (ქსოის 1984: 11; პალ 2015: 514).
  • ავალიშვილი ავალ - ბოქაულთუხუცესი 1646-1655 წწ., კისისხევის მოურავი (პალ 1991: 73-74).
  • მამუკა - ბოქაულთუხუცესი 1670 წ. (პალ 2004: 34).
  • ზაალიშვილი გორჯასპ - ბოქაულთუხუცესი ფაგაბაში, სარქართუფროსი, გომბორის მოურავი (პალ 1993: 197).
  • ენდრონიკაშვილი რევაზ _ ბ. 1693-1695 წწ. ქიზიყის მოურავი 1696-1700 წწ. (პალ 1991: 155; ქსის 1955: 370).
  • გურამიშვილი გურამ - ბოქაულთუხუცესი 1694 წ. იგი თან ახლდა ერეკლე ბატონიშვილს რუსეთსა და ისპაჰანში და დიდ დახმარებას უწევდა ტახტზე ასვლაში. გაწეული სამსახურისათვის ნაზარალი-ხანმა მას დაუმტკიცა მისი განაყოფის მამულები და ბოქაულთუხუცესობა (პალ 1991: 742-743).
  • ჩოლაყაშვილი დემეტრე - ბოქაულთუხუცესი 1694 წ. (პალ 2015: 220; გიდ 2008: 480)
  • მაყაშვილი გურგენ - ბოქაულთუხუცესი 1703 წ. (ქსის 1955: 404).
  • ბადურ - ბოქაულთუხუცესი 1711 წ. (გიდ 2008: 230).
  • [მაყაშვილი] მაყა - ბოქაულთუხუცესი 1711-1721 წწ. (გიდ 2008: 231, 238, 239, 517).
იმერეთი
  • ზაალ - ბოქაულთუხუცესი 1565-1583 წწ. (პალ 1993: 195).
  • ჭილაძე ჯავახ - ბოქაულთუხუცესი 1628-1639 წწ. (პალ 2015: 345).
  • ელიზბარა - ბოქაულთუხუცესი. 1658-1675 წწ. (პალ 1993: 122).
ვ. კეკელია


წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურამალი 1973: 477;
  • სურგულაძე 1952: 265-270;
  • გაბაშვილი 1942: 187-188.
  • პალ 2015: 170;
  • ქსის 1955: 366, 386;
  • მსეი 1953: 19, 37-38;
  • ქსძ 1970: 742-746;
  • სეა: ფ. 1450, დ. 35, ს. 43; დ. 25, სს. 36, 38; დ.4, ს.261; ფ.1449-2592; ხეც: Aდ-502, Aდ-503, Aდ-1421.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები