ბოჭორიშვილი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ბოჭორიშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილი(დ. 25 მარტი, 1924, ლაგოდეხის რაიონის სოფელი გიორგეთი – გ. 11 სექტემბერი, 2002). — თეატრის მსახიობი, რეჟისორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიების ავტორი; აკადემიური ხარისხი საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიური ხარისხი სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988 წ.) აკადემიური ხარისხი ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1989 წ.)

განათლება

  • თეატრალური ინსტიტუტი (1940-42);
  • ქ. ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი (1945-1951).

სამუშაო გამოცდილება

  • თელავის დრამატული თეატრის მსახიობი, ტექნიკური რეჟისორი (1943 - 1944)
  • სოხუმის დრამატული თეატრის რეჟისორი (1945)
  • რუსთაველის თეატრის დასის გამგე, რეჟისორის ასისტენტი (1944 - 1945)
  • მესამე მედგაერთიანების ინფექციური განყოფილების გამგე (1951-1952)
  • ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას (1956-69);
  • საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი (1970-73);
  • სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელი 1979 წლიდან.
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2002) პარტიული სიით: ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ფრაქცია „XXI საუკუნე“-ს თავმჯდომარე, ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის წევრი.

სახელმწიფო ჯილდოები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (01.01.1985)
  • მედალი „მამაცური შრომისათვის“
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (01.01.1988)
  • ილარიონ ქართველის ორდენი (01.01.1997)

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები