ბრძოლისუნარიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძოლისუნარიანობა - ჯარების (ძალების) მდგომარეობა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, წარმატებით აწარმოონ საბრძოლო მოქმედებები დანიშნულების შესაბამისად ნებისმიერი ვითარების პირობებში და გამოავლინონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები; საბრძოლო მზადყოფნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

დაზიანების საშუალებების მასირებულმა გამოყენებამ შეიძლება მკვეთრად შეამციროს ჯარების (ძალების) ბრძოლისუნარიანობა იგი შეიძლება დაიკარგოს ნაწილობრივ (ომების გამოცდილების მიხედვით - პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის 50-60%-მდე დანაკარგები და მართვის შენარჩუნება) ან მთლიანად (ძალებისა და საშუალებების 50-60%-ზე მეტის მწყობრიდან გამოსვლა ან მართვის დარღვევა).

სამხედრო თეორიის ახალ კვლევებში ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა განიხილება მისი ორი შემადგენელი ნაწილის ბრძოლისუნარიანობის სიმტკიცის და მდგრადობის დაკარგვის მიხედვით. ამასთან, ბრძოლისუნარიანობის მდგრადობა თავადაც მოიცავს საერთო მდგრადობას და ადგილობრივ მდგრადობას, ბრძოლისუნარიანობის სიმტკიცის დაკარგვა კი - პირადი შემადგენლობის და შეიარაღების პარამეტრების დაზიანებასა და განადგურებას. ბრძოლისუნარიანობის მდგრადობის ცნება გულისხმობს საბრძოლო ელემენტებს შორის კავშირის, მართვისა და კომუნიკაციების საშუალებების რღვევას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები