ბრძოლისწინა წყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძოლისწინა წყობა - ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების დანაწევრებული დაწყობა, რაც გამოიყენება ბრძოლის ველთან მიახლოებისას და შეტევის დროს.

ბრძოლისწინა წყობას იყენებენ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ ჯარების მინიმალური დანაკარგი მასობრივი დაზიანების იარაღისგან, არტილერიის ცეცხლის და ავიაციის დარტყმებისაგან.

ბრძოლისწინა წყობის დროს მებრძოლებს უნდა შეეძლოთ სწრაფი მანევრირება და საბრძოლო წყობად გაშლა დასნებოვნების, ნგრევის, ხერგილებისა და ხანძრების ზონების სწრაფი ტემპით გადასალახავად.

ბრძოლისწინა წყობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე მოწინააღმდეგის თავდაცვაზე იერიშის დროს. ჯარები ბრძოლისწინა წყობაში, ჩვეულებრივ, გადადიან სალაშქრო ან საბრძოლო წყობიდან. შენაერთის (ნაწილის) ბრძოლისწინა წყობა შედგება ნაწილების (ქვედანაყოფების) ბრძოლისწინა წყობისაგან; ქვეითი ბატალიონისა - ფრონტის მიხედვით და სიღრმეში დანაწევრებული ასეულების კოლონებისაგან ერთ ხაზზე, კუთხით წინ (უკან), საფეხურით მარჯვნივ (მარცხნივ).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები