ბუბუტეიშვილი რონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რონა ბუბუტეიშვილი

ბუბუტეიშვილი რონა − (1966), იურისტი, პოეტი. დაიბადა და ცხოვრობს ქ. ფოთში. არის იურისტი, ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, სამი პოეტური კრებულის ავტორი. „დარდიანი ფოთოლცვენა“, „რატომ მოვედი“, „მესამე ნაპირი“ „ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის“ წევრი. იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.


* * *
წყალს ვნაყავ როდინით, ამაო ლოდინი
აწყდება ვერანდას, ვერ გავთბი, ვერა და..
ერთ მუჭა სითბოში, ვერ ვადნე ცის თოში,
ვიარე მითებით... ვერ ხედავ? – ვფითრდები..
– ეს ბოლო ლექსია!.. ხმას მაწვდის გესლიანს
საღამო უმზეო, ბოლოჯერ უმზერო
ქუჩებს და ხეივნებს, დრო რას გახეირებს..
დანებდე, გიბრძანებს, დაახშობს იმ ზარებს
ბავშვობას რომ დარჩა ნაზხმიან ქამანჩად..
იმედის ფარაჯა, ოცნების ლამანჩა,
გქონდა და არა ჩანს... არც ჭროღა ალაჯა
არ ხარობს არსად და დრო ბედთან დაზავდა,
შენაც მიმატოვე... დარდები მათოვე,
მე ფიქრი ვიბევრე, მოვიდა სიბერე..
ფარ-ხმალი დავყარო? წაიღეთ აყალო!
უკვე ცას ვნებდები!.. და თუ დავბერდები,
მოდი, დავნაძლევდეთ! რომ უნდა გავგრძელდე
აპრილად, მაისად... დღეს ანდა გაისად..
მე მაინც მოვალ და ვით ქარის მოვარდნა,
ვარდების მოვიდან, ჩემს სუნთქვას მოგიტან!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები