ბუთაყლი ბაღანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუთაყლი ბაღანა (ბალყ.-ყარაჩ. Бутакълы багъана – „მოკლეტოტებიანი ბოძი“) – ბალყარულ-ყარაჩულ საქორწილო წეს-ჩვეულებებში შემავალი საწესო თამაშის ნაირსახეობა. ეზოში შეკრებილ მექორწილეებს გამოეყოფოდა ქალიშვილი, რომელიც ვაჟს სასმელით სავსე ყანწს გადასცემდა. ვაჟი ყანწით ხელში მაღალი და მოკლეტოტებიანი ბოძის წვერზე ისე უნდა ასულიყო, რომ წვეთიც არ დაეღვარა; თამაშის წარმატებით გასრულების შემთხვევაში ყაბალახით ჯილდოვდებოდა და ყანწის მომწოდებელ ქალიშვილთან ცეკვის უფლებას იძენდა.



ლიტერატურა

Кудаев М. Ч. Танцевальный этикет и условные знаки карачаево-балкарской хореографии // Библиотека „Минги Тау“, № 3. Нальчик, 2009.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები