ბუმბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუმბა (ყალ. Бумба) – ეპიკური ქვეყანა, რომელსაც ყალმუხური ეპოსის („ჯანჰარის“) მიხედვით, დევგმირი ჯანჰარი განაგებს. ამ ეპიკურ ქვეყანაზე წარმოდგენები შეიძლება, განხილულ იქნას ორ ასპექტში: უპირველესად, ბუმბა – ეს არის ეპოსის განსაკუთრებული მხატვრული სივრცე, რომელიც მოიცავს ირეალურ გეოგრაფიულ ობიექტებსა და დასახლებულია ეპიკური გმირებით. მეორე მხრივ, ბუმბა წარმოადგენს იდეალურ ქვეყანას, სადაც ყველა და ყველაფერი სრულყოფილია – ადამიანები და ცხოველები, ბუნება და კლიმატი, ქვეყნის მმართველი და მისი ქვეშევრდომი დევგმირები; სადაც არც სიცივეა და არც სიცხე და ხალხმა არ იცის, თუ რა არის სიბერე: „მისი (ჯანჰარის) ქვეყანა უკვდავია, მარადიულია. მისი ხალხი მუდამ ოცდახუთი წლისაა. იქ ზამთარში – გაზაფხულივით არის, ზაფხულში კი – შემოდგომასავით; არ არის სიცივე, არც გამთანგველი სიცხე. ... მათი ქვეყანა უკვდავია, მარადიულია“.

ეპოსის მხატვრული სივრცე ქვეყნიერების შესახებ ისეთ რელიგიურ წარმოდგენებს შეესატყვისება, რომლებიც დამახასიათებელია ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ხალხებისათვის. ამ წარმოდგენების თანახმად, სამყარო ვერტიკალურ ჭრილში სამ სფეროდ – ზესკნელად, შუასკნელად და ქვესკნელად – იყოფა; შუასკნელი ადამიანთა საცხოვრისია, სხვა სფეროებში ღმერთები და დემონები მკვიდრობენ; ეპოსის რიგ ვერსიებში მოქმედება ზესკნელში ვითარდება, სადაც დემონი შულმუსები ცხოვრობენ; მათი მეფე ქჲურჲულ-ერდენი – ჯანჰარის ანტაგონისტი – ამარცხებს ამ უკანასკნელს და ზესკნელში მიჰყავს, სადაც იგი დედოფალს „ქვედა ქვეყნის” მმართველად წარუდგება; როცა ჯანჰარი ქვესკნელში მოხვდება, იქაური დემონები ამბობენ: „გამოჩნდა ჯანჰარი, ზედა ქვეყნის – ბუმბას – მმართველი“. ამგვარად, სადაც არ უნდა ინაცვლებდეს მოქმედება, ბუმბას მდებარეობა მკაცრად არის განსაზღვრული. მაგრამ ეპოსის გვიანდელ ვარიანტებში ბუმბა მთელ შუასკნელს როდი იკავებს: როცა ეპიკური თხრობის მიხედვით, სამყარო უკვე სამ სფეროდ არ იყოფა, იგი სახელმწიფოა, რომელიც დაპირისპირებულია სხვა სახელმწიფოებთან.


ლიტერატურა

  • Джангар. Калмыцкий эпос. М., 1940;
  • Бурыкин А. А. Страна Бумба в калмыцком эпосе „Джангар“: художественное пространство героического эпоса, идеальное государство и концепт культуры // Образ рая: от мифа к утопии. Серия „Symposium“. Вып. 31. Санкт-Петербург, 2003.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები