ბუნიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნიკი - ხმლის ტარი. ბუნიკი წარმოადგენს მრგვალი ან ცილინდრის ფორმის ლითონს, რომელიც ქარქაშის (ხმლის, ხანჯლის, დანის და სხვ.) ბოლოზეა წამოცმული. ბუნიკი შეიძლება იყოს რკინის, თითბრის, ვერცხლის, განსაკუთრებულ შემთხვევაში ოქროსი.

ქართული და კავკასიური ხანჯლის ბუნიკები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბოლოსკენ ვიწროა და გირჩის ფორმის ბურთულით ბოლოვდება.



წყარო

  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები