ბურაფარნიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურაფარნიგ-ი || ბორაფარნიგ-ი (ოს. Бурæфарниг || Борæфарниг) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართების სამი გვარიდან ერთ-ერთის – ბორათას დამაარსებელი; ცხოვრობს ნართების სოფლის ქვემო უბანში; ჰყავს შვიდი ქალიშვილი (სხვა ვარიანტით, ერთი ქალიშვილი, რომელიც ურუზმაგის ერთ-ერთი ცოლი ხდება) და შვიდი ვაჟი. ამპარტავან და მდიდარ ბურაფარნიგს უყვარს შვილები და ანებივრებს კიდეც მათ: შვიდივე ვაჟს მუდამ ერთნაირი ძვირფასი ბეწვის ქუდები ახურავთ, ერთნაირი ახალუხები, წვივსაკრავები და ფეხსაცმელები აცვიათ; ძლიერ დაოსტატებულები არიან ისრის სროლაში და ნართების ახალგაზრდებს არც კი კადრულობენ, მაგრამ მათ ჭირად გაჩენილი ბათრაძი, ხამიცის ძე, ხშირად ჯაბნის ქვემონართელ ჭაბუკებს და შინ დარცხვენილებს უშვებს. განაწყენებული ბურაფარნიგი, სარგებლობს რა ახსართაგათი რაინდების არყოფნით, პატიჟებს მოხუც ურუზმაგს, რათა დაათროს, მოკლას და ზემონართელთა ქონებას დაეპატრონოს, მაგრამ მთვრალი ურუზმაგის საშველად მოსული ბათრაძი ბორათებს ერთიანად ამოწყვეტს. ეპოსის სხვა ვარიანტების მიხედვით, ბათრაძი ბურაფარნიგსა და მის ვაჟებს ხოცავს იმის გამო, რომ ისინი მამამისის მკვლელობის დამკვეთები არიან.


ლიტერატურა

Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები