ბურუნდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ბურუნდი - (Burundi), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ესაზღვრება ტბა ტანგანიკა, ზაირი, ჩრდილოეთით - ღუანდა, სამხრეთ-ამოსავლეთით - ტანზანია.

ფართობი - 27,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 8,5 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები - კირუნდი, ფრანგული.

დედაქალაქი - ქ. ბუჟუმბურა.

ადმინისტრაციულად იყოფა 15 პროვინციად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ეროვნული კრება, აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა.

დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა 1966 წლის 28 ნოემბერს.

ბურუნდი ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა.

მთავარი საერთაშორისო აეროპორტი - ბუჟუმბურა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 20 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისგან, რომელშიც შედის სამხედრო-საჰაერო ქვედანაყოფები და ჟანდარმერიისაგან. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები