ბურღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბურღის ზოგი სახეობა: A-ლითონის; B-ხის; C-ბეტონის; D-ხის პირველი (უძველესი) ბურღი; E-უნივერსალური ლითონის და ბეტონის; F-ფურცლოვანი ლითონის; G-უნივერსალური ლითონის, ხის და პლასტმასის. ბოლოები: 1, 2-ცილინდრული; 3-SDS-plus; 4-ექვსწახნაგა; 5-ოთხწახნაგა; 6-სამწახნაგა; 7-სჭვალსახრახნისათვის

ბურღი

1. გრძივი ღერძის მქონე საჭრელი ინსტრუმენტი ბრუნვითი მოძრაობით, მასალაში ნახვრეტების გასაკეთებლად ან არსებული ნახვრეტის გასაფართოებლად. სამუშაო ნაწილის კონსტრუქციის მიხედვით არსებობს:

  • ხრახნული (სპირალური) – ყველაზე გავრცელებული სახეობა, დიამეტრით 0,1-80 მმ, სამუშაო ნაწილის სიგრძით 275 მმ-მდე;
  • ბრტყელი (ფრთეულა) – დიდი დიამეტრის და სიღრმის ნახვრეტებისათვის;
  • ფორსტნერის – ბრტყელის გაუმჯობესებული ვერსია საჭრისი-ფრეზის დამატებით;
  • საცენტრებელი (ღრმა ბურღვისათვის, ცალმხრივი ჭრის, საზარბაზნე, საიარაღე, რგოლური).

დასამუშავებელი მასალის მიხედვით: უნივერსალური, ლითონებისა და შენადნობების; ბეტონის, აგურის, ქვის; კომპოზიტური მასალების; მინის, კერამიკისა და ხის დასამუშავებელი.

გასაბურღი ნახვრეტის ფორმის მიხედვით: ცილინდრული და კონუსური.

კუდის ნაწილის კონსტრუქციის მიხედვით: ცილინდრული, კონუსური, სამ-, ოთხ- და ექვსწახნაგა, SDS.

დამზადების მიხედვით: მთლიანი, შენადუღი, მყარშენადნობიანი ფირფიტებით (ან შესაცვლელი ფირფიტებით) და მყარშენადნობიანი თავით (საჭრეთელით).

ბურღვის ხარისხზე გავლენას ახდენს ბურღის სპირალის დახრის კუთხე, მასალა, პროცესის ტექნოლოგია, გარემო და სხვ;

2. პერფორატორების საბურღი იარაღი – წამოსაცმელი მჭრელი თავი (ბუნიკი), რომელიც წარმოადგენს ოთხწახნაგა ღეროს ღერძული ხვრეტით დიამეტრით 6-12 მმ, დამზადებულია სპეციალური ფოლადისაგან და თერმულადაა დამუშავებული. ბურღის მრავალი სახეობა არსებობს: ალმასის, გასაშლელი, გვირგვინა, ელექტრული, ზარბაზნის, თერმული, თოფის, კალმისებრი, კოვზა, მიწის, მრავალსაჭრისიანი, პირამიდული, პნევმატი-კური, სამთო, სამსხვრევი, სარტყამი, სახეხისებრი, სვეტიანი, სპირალური, ტურბინული, ფრეზ-ფრთეულა, ღრუ, შედგენილი, შტანგური, ჩარხის, ცენტრული, ცილინდრული, ხრახ-ნული, ხუროსა და სხვ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები