ბუტკო (ვაზის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუტკოაჭარის უძველესი წითელყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში იყო. აჭარაში, აგრეთვე, შავშეთ-კლარჯეთში შავმარცვლიანი ბუტკოს არსებობა შორეული წარსულიდან არის ცნობილი.

საშუალო სიდიდის მარცვალი თითქმის შავის ფერის იყო, ჰქონდა თხელი კანი და წვნიანობით, სასიამოვნო ტკბილი გემოთი გამოირჩეოდა. აღნიშნული ჯიში ამ მხარეში შოთა რუსთაველის ეპოქაში – XII საუკუნეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ჯიშის ქართული სახელწოდება და მისი მთელი რიგი სპეციფიკური თავისებურება საშუალებას გვაძლევს ბუტკო პონტოს მხარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მივაკუთვნოთ. ზოგიერთი ლიტერატურული წყაროთი აჭარასა და რაჭაში თეთრყურძნიანი ბუტკო ყოფილა გავრცელებული, თუმცა აჭარისა და რაჭის სხვადასხვა ხეობის შესწავლის პროცესში თეთრი ბუტკოს არსებობა არ დადასტურებულა. გადმოცემებით, ბუტკოს პროდუქციას აჭარის მოსახლეობა, ღვინის სმის აკრძალვასთან დაკავშირებით, ყურძნად ან და ყურძნის წვენისა და ბექმეზის დასამზადებლად იყენებდა. მაღლარების სახით ცალკეული ძირი მხოლოდ ქედის რაიონის სოფელ ვაიოს მიდამოებში იყო გავრცელებული, ხოლო მოსავლიანობა უშუალოდ ამინდის პირობებზე დამოკიდებული. ბუტკო საღვინე ჯიში იყო. ბუტკოს მტევნის საშუალო წონა ოთხმოცდათექვსმეტ გრამს აღწევდა.



ლიტერატურა

რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:114.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები