ბუღდაშენის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუღდაშენის ტბა

ბუღდაშენის ტბა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პატარა, სამკუთხედის ფორმის ტბაა, რომელიც ჩილდირის ქედის ჩრდილოეთით მდებარე მოსწორებულ ზეგანზე მდებარეობს. ტბის შუაში პატარა კუნძულია. ტბა წყალმარჩხია. მისი წყალშემკრების სამ მეოთხედს შეადგენს მდინარე ზაგრანიჩნაია.

ჯამური სტატისტიკური მონაცემები ბაღდაშენის ტბისათვის

  • ფართობი - 0.39კმ2
  • სიგრძე - 1.3კმ2
  • სიგანე - 0.8კმ2
  • სიღრმე - 0.8მ
  • სიმაღლე ზღვის დონიდან - 2,040მ
  • ტემპერატურა - 9°C
  • მდინარის აუზის ფართობი - 69კმ2

ტბის ერთადერთი შენაკადია მდინარე ზაგრანიჩნაიაა, რომელიც ჩილდირის ქედის სამხრეთ კალთებიდან მოედინება, მისი სიგრძე დაახლოებით 15 კმ-ია.

ბუღდაშენის ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან გამოედინება მდინარე ბუღდაშენი და უერთდება მდინარე ფარავანს სოფ. ორჯოლარის მიდამოებში.


Logo1.JPG ბუღდაშენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები