ბუჩუკური ანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანა ბუჩუკური — დაიბადა 1990 წლის 05 აპრილს. — იურისტი
განათლება
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა
სამუშაო გამოცდილება
- სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკანტი (2009-2010)
- სსპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,აკრედიტაციის ექსპერტი (2011)
- სახალხო დამცველის აპარატი,მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2011-2012)
- იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მრჩეველი (2012-2014)
- სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2014-2015)
- „ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტი,პროფესორის ასისტენტი (2014-)
- სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,სამართალ შემოქმედების სამმართველოს უფროსი. (2015-2017)
- ეკონომიური და მდგრადი განვითარების სამინისტრო,პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი (2017)
- შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2017-2018)
- შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (2018-2019)
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ად. უფლებათა სამდივნოს უფროსი (2020)
- პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე (2020)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (17-12-2020)