გაბონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

გაბონი - (Gabon - გაბონის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ, ეკვატორულ აფრიკაში. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით - ეკვატორული გვინეა, კამერუნი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - კონგო.

ფართობი - 267,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 1,545 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - ფრანგული.

დედაქალაქი - ქ. ლიბრევილი. ა

დმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად.

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი.

გაბონი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა 1960 წლის 17 აგვისტოდან.

წარმოადგენს აფრიკის ერთ-ერთ ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს. ეკონომიკის საფუძველი სამთომოპოვებითი მრეწველობაა (ნავთობი, მარგანეცი, ურანი, და სხვა).

საზღვაო პორტებია: ლიბრევილი, პორტ-ჟანტილი, ოვენდო, მაიუმბა.

გაბონში ოთხი საერთაშორისო აეროპორტია.

შეიარაღებული ძალების საერთო შემადშემადგენლობა 4,7 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 3,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 1 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 0,5 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები