გადაზიდვები (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადაზიდვები (სამხედრო) - ჯარების (ძალების), გუნდების, ცალკეული სამხედრო მოსამსახურეებისა და სამხედრო ტვირთის ორგანიზებული გადაადგილება ერთი რაიონიდან (პუნქტიდან) მეორეში სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტის გამოყენებით.

მასშტაბის მიხედვით შეიძლება იყოს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური;

შინაარსის, მიზნებისა და დანიშნულების მიხედვით - ხალხის, სამობილიზაციო, ოპერატიული, მომარაგებისა და საევაკუაციო;

ტრანსპორტის სახეობების მიხედვით – სარკინიგზო, წყალსანაოსნო (საზღვაო და სამდინარო), საჰაერო, საავტომობილო და კომბინირებული.

გადაზიდვები შეიძლება იყოს ცენტრალიზებული (სახელმწიფოთაშორისი, დაჯგუფებათაშორისი), დაჯგუფებისშიდა და შიდასაფლოტო.

სარჩევი

გადაზიდვები მომარაგების მიზნით

გადაზიდვები მომარაგების მიზნით მატერიალური საშუალებების (სამხედრო ტვირთის) გადაადგილება ერთი პუნქტიდან (რაიონიდან) მეორეში ჯარების (ძალების) ყოველდღიური ცხოვრებისა და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად.

ოპერატიული გადაზიდვები

ოპერატიული გადაზიდვები სამხედრო ნაწილების (შენაერთების) და ქვედანაყოფების (დაწესებულებების) გადაადგილება განსაზღვრულ რაიონებში ახალი დისლოკაციის ადგილისაკენ, ბანაკებში, სასწავლო ცენტრებში წვრთნებზე, მანევრებზე და სხვა.

საევაკუაციო გადაზიდვები

საევაკუაციო გადაზიდვები საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების, დაზიანებული შეიარაღებისა და სხვა მატერიალური საშუალებების გადაადგილება. ასევე სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების გაყვანა და სამხედრო ქონების გატანა სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან.

სამობილიზაციო გადაზიდვები

სამობილიზაციო გადაზიდვები ადამიანების, სამხედრო ტექნიკისა და მატერიალური რესურსების გადაადგილება, რაც საჭიროა სამხედრო ნაწილებისა და დაწესებულებების დაკომპლექტებისა და უზრუნველყოფისათვის მობილიზაციისა და შეიარაღებული ძალების გაშლის პერიოდში.

ხალხის გადაყვანა

ხალხის გადაყვანა, რესურსის შევსების მიზნით (ომიანობის დროს) ხალხის, წვევამდელების, თადარიგში დათხოვილი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე იმ ჯგუფების ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების გადაადგილება, რომლებიც მიემგზავრებიან მივლინებაში, სასწავლებლად, შვებულებაში, სამკურნალოდ და ა.შ.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები