გადამღობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადამღობი - წინაღობების დასაყენებელი საშუალება. არსებობს საზღვაო და სახმელეთო.

საზღვაო გადამღობი

საზღვაო გვხვდება სანაღმე (წყალზედა და წყალქვეშა) და ბადური. სანაღმე გადამღობი არის სპეციალური კონსტრუქციის ან სხვა მცურავი საშუალებიდან გადმოკეთებული ხომალდი. აღჭურვილი არიან სატვირთო ამწეებით, რელსებით მოწყობილი სანაღმე გემბანით, დეტონატორების სათავსებით, ნაღმების მოწყობილობების საწყობებით, სპეციალური ნაგებობებით. ამის გარდა - სანაღმე ტრიუმებით, გემბანზე ნაღმების მისაწოდებელი ლიფტებით და ა.შ.

მსოფლიოში პირველი სანაღმე გადამღობები შეიქმნა რუსეთში 1802 წელს. თანამედროვე ზედაპირულ საზღვაო გადამღობს აქვს წყალწყვა დაახლოებით 3000 ტ, სვლის სიჩქარე 15-20 კვანძი, 400-მდე ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარი.

წყალქვეშა გადამღობი წარმოადგენს საგანგებო კონსტრუქციის წყალქვეშა ნავს ნაღმების ფარული დაყენებისთვის. გამოიყენებოდა I და II მსოფლიო ომებში (წყალქვეშა ნავებს ჰქონდათ ორ-ორი საგემბანო და ვერტიკალური ნაღმების მილები ოცი-ოცი ნაღმით).

თანამედროვე ფლოტებში წყალქვეშ ნაღმებს აყენებენ მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავების სატორპედო აპარატების გასაშვები მოწყობილობებიდან. ბადური გადამღობები წარმოადგენენ სპეციალური კონსტრუქციის ან სხვა გემებიდან გადაკეთებულ ხომალდებს. აყენებენ სპეციალურ ბადეებს ნავსადგურების, საზღვაო ბაზების, პორტების შესასვლელების, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების, ტორპედოების და წყალქვეშა დივერსანტებისგან დაცვის მიზნით (დაყენების სიჩქარე 1-2,5 კვანძი).

სახმელეთო გადამღობი

სახმელეთო გადამღობი (ნაღმური გადამღობები) დგება მუხლუხიან და თვლიან ტრანსპორტიორებზე ან მისაბმელებზე. ნაღმები ლაგდება არხში შესაბამისი შენიღბვით. გრუნტის ზედაპირზე ნაღმების დამწყობ მოწყობილობას ეწოდება ნაღმების დამლაგებელი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები