გადამღობი ცეცხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადამღობი ცეცხლი - სროლა, რომლის დანიშნულებაა არა იმდენად კონკრეტულ მიზანში მოხვედრა, რამდენადაც საკუთარი ძალების მხარდასაჭერად სივრცის ან რაიონის გარკვეული ნაწილის ცეცხლის ტალღით დაფარვა;

მთლიანი ცეცხლის ფარდა, რომელსაც წარმოშობს ჭურვების აფეთქებები, დიდძალი რაოდენობის ტყვიების ცვენა მოწინააღმდეგის შემტევი ტანკებისა და ქვეითების გადაადგილების გზებზე. აგრეთვე - სატორპედო კატარღების მოძრაობის, საზღვაო დესანტის გადასხმის საშუალებების ან საფრენი აპარატების ფრენის გზებზე, ერთ ან ერთდროულად რამდენიმე ზღუდეზე;

სარჩევი

უძრავი გადამღობი ცეცხლი

საარტილერიო და ცეცხლსასროლი იარაღის ცეცხლის სახეობა არის უძრავი და მოძრავი. უძრავი გადამღობი ცეცხლი წარმოებს ერთ ან ერთდროულად რამდენიმე ზღუდეზე, რომლებიც წინასწარ არის გამიზნული.

მოძრავი გადამღობი ცეცხლი

მოძრავი გადამღობი ცეცხლი წარმოებს ერთ ან ერთდროულად ორ (ორმაგი გადამღობი ცეცხლი) ზღუდეზე და თანამიმდევრულად გადადის მორიგ ზღუდეებზე. მანძილი ზღუდეებს შორის, რომლებზეც ერთდროულად წარმოებს ცეცხლი, არის 150-200 მ, ხოლო ზღუდეების ჯგუფებს შორის - 400-600 მ.

გადამღობი ცეცხლი საზენიტო არტილერიაში

საზენიტო არტილერიაში გადამღობი ცეცხლი წარმოადგენს ჰაერში ჭურვების გასკდომის შედეგად წარმოშობილ ცეცხლის ფარდას, რომელსაც ქმნიან ბატარეების ჯგუფები მოწინააღმდეგის თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ფრენის გზაზე.


სასროლი იარაღის გადამღობი ცეცხლი

სასროლი იარაღის, ტყვიამფრქვევებისა და შაშხანების ზალპური გადამღობი ცეცხლი გამოიყენება თავდაცვაში იმ მიზნით, რომ არ დაუშვან მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარის გადაადგილება მოცემულ მიმართულებაზე ცეცხლის დასაშენად გამიზნული ზღუდის გავლით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები