გადასასვლელი (წყლით)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადასასვლელი (წყლით) - წყლისმიერი დაბრკოლების მონაკვეთი, რომელიც აღჭურვილი და მოწყობილია გადასალახავად.

გადასასვლელზე საინჟინრო ჯარების ძალებით ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის ძალებთან ერთად ორგანიზება უკეთდება საკომენდანტო, საევაკუაციო და სამაშველო სამსახურებს.

განასხვავებენ შემდეგ გადასასვლელებს:

სარჩევი

საბორნე გადასასვლელი

საბორნე გადასასვლელი, ემსახურება ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გადაყვანას თვითმავალი და ბუქსირებადი გადამყვანი ბორნებით, რომლებიც აწყობილია პონტონის პარკებისგან, ამფიბია-ბორნებისა ან ადგილობრივი მცურავი საშუალებებისაგან. მას იყენებენ მაშინ, როდესაც შეუძლებელია, ხიდის აშენება ან დაგება.

სპეციალური გემებით - ბორნებით შეიძლება გადაიზიდოს სარკინიგზო შემადგენლობები ან ცალკეული ვაგონები. ასეთ გადასასვლელებს სარკინიგზოსაც უწოდებენ.

სადესანტო გადასასვლელი

სადესანტო გადასასვლელი, ეწყობა ჯარების მიერ საშტატო მცურავი საშუალებებით: დესანტგადამყვანი მანქანებით, კატარღებით, სადესანტო ნავებითა და ადგილობრივი გადასასვლელი საშუალებებით წყლისმიერი დაბრკოლების გადასალახავად.

სახიდე გადასასვლელი

სახიდე გადასასვლელი განკუთვნილია ჯარების წყლისმიერ დაბრკოლებებზე გადასასვლელად დროებითი და/ან მუდმივი ხიდებით. უზრუნველყოფს ჯარების მიერ წყლისმიერი დაბრკოლების უწყვეტ ან წყვეტილ გადალახვას და აქვს სათანადო გამტარუნარიანობა. ეწყობა სამშენებლო კონსტრუქციების, პონტონის პარკების, ასაწყობი კონსტრუქციების, გასაშლელი კონსტრუქციებისა და ადგილობრივი მასალებისაგან.

ტანკების წყალქვეშა გადასასვლელი

ტანკების წყალქვეშა გადასასვლელი განკუთვნილია ტანკების საკუთარი სვლით გადასასვლელად ღრმა წყლისმიერი დაბრკოლებების ფსკერზე სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით.

ფონით გადასასვლელი

ფონით გადასასვლელი ეწყობა ჯარების გადასასვლელად წყალმცირე დაბრკოლებებზე, მყარგრუნტიან უბნებზე, საჭიროებისას სუსტგრუნტს ამაგრებენ ქვით, ხრეშით, ღორღითა და სხვა მასალებით.

ყინულის გადასასვლელი

ყინულის გადასასვლელი (ქაშანი - თოვლზე გაქელილი გზა), გამოიყენება ჯარების გადასასვლელად. წყლისმიერ დაბრკოლებებზე ბუნებრივი ან ხის კონსტრუქციებით გამაგრებული ყინულით.

ცრუ გადასასვლელი

ცრუ გადასასვლელი განკუთვნილია მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად მოქმედი გადასასვლელების ადგილმდებარეობის დასამალავად. შეიძლება აიგოს ხიდური, საბორნე, სადესანტო და სხვა გადასასვლელებისის იმიტაცია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები