გადატვირთვის რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადატვირთვის რაიონი

1. ტერიტორიის მონაკვეთი სატრანსპორტო კომუნიკაციაზე სადგურებითა და სამდინარო (საზღვაო) პორტებით, საავტომობილო გზებით, მილსადენებით, სასაწყობო მოწყობილობებით და მექანიზმებით ჯარებისა და სამხედრო ტვირთის ეშელონიდან ეშელონში, ან ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორეში გადასატვირთად, ხალხის გადასაყვანად; აგრეთვე სხვა სიგანის სარკინიგზო ლიანდაგზე ან ბარიერული ზღუდეების რაიონებში რკინიგზაზე ვაგონების გადასაყენებლად. დიდ წყლისმიერ დაბრკოლებებთან და სხვა ბარიერულ ზღუდეებთან სატრანსპორტო კომუნიკაციებზე შეიძლება შეიქმნას დროებითი გადატვირთვის რაიონები.

2. საზღვაო დესანტის გადასხმის აკვატორიის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ჯარების გადასხმა ტრანსპორტიდან დესანტის გადასასხმელ საშუალებებზე, ასევე სამხედრო ტექნიკის და ყველა სახის მატერიალური საშუალებების მარაგის გადატვირთვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები