გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის სამმართველო ლტოლვილების საკითხებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის სამმართველო ლტოლვილების საკითხებში (Office of the United Nations High Commissioner for Refugees – UNHCR) – შეიქმნა 1949 წელს, მას დაეკისრა განეგრძო ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთათავის იმ დახმარების გაწევა რომელსაც 1947 წლამდე ახორციელებდა ლტოლვილთა საქმეების სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაცია (1944-47).

სამმართველოს საქმიანობა წმინდა ჰუმანიტარულია და არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. მისი ფუნქციებია:

  • ლტოლვილთა დაცვა,
  • მათი უფლებების გარანტირება,
  • მატერიალური დახმარების გაწევა,
  • საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისთვის პირობების შექმნა.

სამმართველოს აქვს აღმასრულებელი კომიტეტი, მის შემადგენლობაში არიან 42 სახელმწიფოს წარმომადგენლები. ადმინისტრაციული ხარჯები შედის გაეროს ბიუჯეტში. საქართველოში გახსნილია უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა ლტოლვილების საკითხთა გადასაწყვეტად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები