გაერთიანებული ოპერატიული ცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაერთიანებული ოპერატიული ცენტრი - გაერთიანებული სარდლობის ორგანო, რომელიც შტაბის ნებისმიერ რგოლში ან ნებისმიერი ოპერაციისთვის შეიძლება შეიქმნას.

მის ამოცანას წარმოადგენს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ მეთაურის ინფორმირება და ჯარებში მეთაურის ბრძანებების გადაცემა. ოპერაციის ტიპის შესაბამისად გაერთიანებული ოპერატიული ცენტრი შესაძლოა, სხვადასხვა სექციებს შეიცავდეს, რომლებიც რიცხობრივი შემადგენლობით განსხვავდებიან. მაგალითად, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების, ლოგისტიკისა და დაგეგმვის.

გაერთიანებული ოპერატიული ცენტრი შეიძლება მუშაობდეს მშვიდობიანობის დროსაც, როგორც წესი, კრიზისის დარეგულირების პროცესში ოპერაციების კოორდინაციისა და დაგეგმვისთვის. სტრატეგიულ დონეზე ასეთი ცენტრი სარდლობის და მმართველობის სტრუქტურას წარმოადგენს მშვიდობიანობიდან კრიზისულზე და ომიანობის დროზე გადასვლის უზრუნველსაყოფად. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის ან ატლანტიკაზე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის და მათი შტაბების კრიზისზე რეაგირების შესაძლებლობების და შეშფოთების გამომწვევი სიტუაციების შეფასებაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები