გათი (ნამცხვარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გათ-ი (სომხ.Գատ) – სომხური (განძაკური) სამარხვო ნამცხვარი ტკბილი შიგთავსითა და დაჭრელებული ზედაპირით. დიდმარხვის პირველ დღეებში სასიძოს ოჯახი ასეთ შვიდ ნამცხვარს მომავალ მოყვრებს უგზავნიდა. უნდა ითქვას, რომ სომხეთში საქორწინო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ნეფისა და პატარძლის მხარეებს შორის საჩუქარგაცვლითი ურთიერთობები ტრადიციად იყო ქცეული აღდგომის, ვარდავარისა და სხვ. დღესასწაულებზე. გარდა ამისა, ცდილობდნენ, ერთმანეთს სამეურნეო სამუშაოებშიც დახმარებოდნენ.


ლიტერატურა

Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები