გამაგრებული რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამაგრებული რაიონი - ადგილმდებარეობის რაიონი (ზოლი), რომელიც აღჭურვილია ხანგამძლე და საველე საფორტიფიკაციო ნაგებობათა სისტემით სხვადასხვა საინჟინრო ღობურებთან შეხამებით და მომზადებულია სპეციალურად განკუთვნილი ჯარების ხანგრძლივი და შეუპოვარი თავდაცვისთვის დამოუკიდებლად ან საერთო-საჯარისო ნაწილებთან (საველე ჯარებთან) ურთიერთქმედებით.

II მსოფლიო ომის წინ მთელ რიგ სახელმწიფოებში გამაგრებული რაიონები შენდებოდა გამაგრებული ზღუდეების სისტემაში, სახელმწიფო საზღვრის გაყოლებით, ხოლო უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე – სიღრმეში. იგი შედგებოდა რამდენიმე თავდაცვითი ზოლის (პოზიციის) და წამკვეთი პოზიციისგან.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები